კომპანიის შესახებ

მოგესალმებით.

ჩვენი კომპანია გთავაზობთ მგზავრობას საქართველოში კომფორტული ავტომობილებით. ჩვენ ვიცით რომ უცხო მხარეში დამოუკიდებლად მგზავრობისას ბევრი სირთულეა: ხშირად არ ვიცით საუკეთესო გზები; არც ის თუ სად უნდა შევჩერდეთ მოსასვენებლად, საჭმელად ან კარგი ფოტოების გადასაღებად; გზაზე, ყურადღების მიღმა გვრჩება დამალული, დიდებული ადგილები, რომელთა მონახულებაც ერთი სიამოვნება იქნებოდა.

Forter გიმარტივებთ მოგზაურობას. ჩვენი ვებსაიტის საშუალებით თქვენ შეუკვეთავთ მგზავრობას საქართველოში, ნებისმიერი მიმართულებით, დანარჩენს კი გამოცდილ და მცოდნე ადგილობრივ მძღოლს მიანდობთ. შეკვეთისას თქვენ ირჩევთ ავტომობილს და მძღოლს, ამდენად, მგზავრობთ ზუსტად ისე, როგორც თქვენ გსურთ:

  • თქვენთვის სასურველ ენაზე მოსაუბრე მძღოლი
  • თქვენთვის სასურველი, კომფორტული ავტომობილი
  • უფასო მოცდის დრო მარშრუტის მიხედვით
  • გზაზე გაჩერებები, რამდენჯერაც მოისურვებთ

თქვენ მაქსიმალურად ისიამოვნებთ მგზავრობით, ადგილობრივი მძღოლები მიგასწავლიან თუ სად უნდა შეისვენოთ, დააგემოვნოთ ადგილობრივი კერძები ან ღვინო, სადაა ყველაზე ლამაზი ხედები და უნიკალური ადგილები.

შეგიძლიათ გამოგვყვეთ სოციალურ ქსელებშიც. აქ ყოველკვირეულად ვუზიარებთ მომხმარებლებს რჩევებს და რეკომენდაციებს საქართველოს საინტერესო ლოკაციების შესახებ. გვადევნეთ თვალი, რათა იცოდეთ თქვენი შემდეგი მოგზაურობის მიმართულება. ჩვენი სოციალური ქსელების ბმულები შეგიძლიათ ნახოთ კონტაქტის გვერდზე.

ჩვენთან, ყოველი მგზავრობა განსაკუთრებულია.

მოწოდების მისამართი

ამ მისამართზე მომაწოდეთ ავტომობილი