მძღოლებისთვის
მოგესალმებით.
- ჩვენ საქართველოს სტუმრებს და მაცხოვრებლებს ვთავაზობთ კომფორტულ მგზავრობას მსუბუქი ავტომობილებით, ჯიპებით და მინივენებით.
- მომხმარებელი ჩვენს საიტზე უკვეთავს მგზავრობას. ის ირჩევს სასურველ მანქანას და მძღოლს.
- შეკვეთის შესახებ ინფორმაციას ღებულობთ მობილურ აპლიკაციაში.
- თქვენი, როგორც პარტნიორი მძღოლის როლია, მგზავრი წაიყვანოთ სასურველ ადგილას. შეკვეთებს საკუთარი მანქანით და ხარჯით ასრულებთ.
- მგზავრი მომსახურების საფასურს შეკვეთის შესრულების შემდგომ იხდის - ნაღდი ანგარიშსწორებით ან ბარათით საიტზე. ჩვენ მგზავრობის საფასურიდან გარკვეულ პროცენტს გვირიცხავთ. ბარათით გადახდის შემთხვევაში, თანხა საკომისიოს გამოკლებით მყისიერად აგესახებათ ანგარიშზე.
- საკომისიო მერყეობს 20-დან 25 პროცენტამდე და დამოკიდებულია თქვენს რეიტინგზე და კომპანიაში მუშაობის სტაჟზე.
- ყოველი მგზავრობის შემდეგ, მგზავრები დატოვებენ შეფასებას. რაც უფრო კარგი შეფასებები გექნებათ, მით მეტ შეკვეთას მიიღებთ.
- მუშაობთ იმ დღეებში, რომლებსაც თავად აირჩევთ.
- თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდათ, ჩვენს ოპერატორს დაუკავშირდით.
თქვენ შეგიძლიათ გახდეთ ჩვენი პარტნიორი მძღოლი თუ აკმაყოფილებთ შემდეგ პირობებს:
- მანქანა კარგ ან საუკეთესო მდგომარეობაში გყავთ.
- მანქანა უნდა იყოს ოთხკარიანი.
- მანქანას გარედან არ უნდა ჰქონდეს დაზიანებები. სალონი უნდა იყოს საუკეთესო მდგომარეობაში, არ უნდა იყოს დამწვარი ან დალაქავებული.
- მანქანას უნდა ჰქონდეს დროულად გავლილი ტექნიკური დათვალიერება.
- მანქანა უნდა იყოს მინიმუმ 2010 წელს გამოშვებული. თუ თქვენ ჯიპი, მინივენი ან პრემიუმ/ბიზნეს კლასის ავტომობილი გყავთ, მაშინ უფრო ძველ მოდელებსაც განვიხილავთ.
- მუშაობის დასაწყებად ავტომობილის მართვის ორ წლიანი გამოცდილება და ერთი უცხო ენის ცოდნა გჭირდებათ: ინგლისურის ან რუსულის.
- უნდა იყოთ საქართველოს მოქალაქე ან ლეგალური ბინადარი. უნდა ცხოვრობდეთ თბილისში, ბათუმში ან ქუთაისში.
თუ გაქვთ რაიმე კითხვები ან გჭირდებათ დახმარება აპლიკაციის მოხმარებისას, მიმართეთ ჩვენს ოპერატორს:
- ტელეფონის ნომერზე: +995 522 221160.
- ჩვენს ვებსაიტზე forter.ge, ქვედა მარჯვენა კუთხეში წარმოდგენილი ჩატით.
- Email-ზე: [email protected].