ხშირად დასმული კითხვები
Wi-Fi მექნება ტურზე?
ემატება თუ არა მოცდენის დრო ღირებულებას, მაგალითად, როცა მივირთმევთ გზისპირა დაწესებულებაში ან ვიღებთ ფოტოებს?
დიახ. ყოველი ჯავშნისას თქვენ გეძლევათ უფასო მოცდის დრო, რომლის გახარჯვის შემდეგაც მოცდა ფასიანია.
მე აეროპორტში მხვდებიან, მაგრამ ჩემი რეისი აგვიანებს. დამელოდება თუ არა მძღოლი?
აუცილებლად დაგელოდებათ. მთავარია, თქვენი რეისის ნომერი მითითებული იყოს შეკვეთის კომენტარებში.
მე გადავწყვიტე აღარსად აღარ წავიდე, შემიძლია თუ არა გავაუქმო მგზავრობა? ვიხდი თუ არა ამის გამო ჯარიმას?
თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ მგზავრობა. ამისათვის მიჰყევით ბმულს SMS-ში ან ელფტოსტით მიღებულ შეტყობინებაში და დააჭირეთ ღილაკს ჯავშნის გაუქმება. არაფრის გადახდა არაა საჭირო. თუ ჯავშნის დრომდე 24 საათით ადრე თანხა არ გადაგიხდიათ, ჯავშანი ავტომატურად გაუქმდება.
მე შემომთავაზეს სხვა ავტომობილი და მძღოლი, ნაცვლად ჩემ მიერ არჩეულისა. ეს ნორმალურია?
იშვიათად, მაგრამ ისეც ხდება, რომ ხანდახან მძღოლს არ შეუძლია მუშაობა სხვადასხვა მიზეზების გამო, ასევე, შეიძლება, მანქანა იყოს ტექნიკურად გაუმართავი. ამ შემთხვევაში სისტემა სხვა მძღოლს შეგირჩევთ და მასთან ერთად მგზავრობას შემოგთავაზებთ.
რა ვიქონიო ტურზე თან?
რა ღირს მგზავრობა? არის თუ არა ის ფასი, რადაც დავჯავშნე მგზავრობა, საბოლოო?
ფასი მარშრუტის მიხედვით ავტომატურად გამოითვლება. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მოგზაურობის მარშრუტი არ იცვლება, ღირებულებაც უცვლელი რჩება. გაითვალისწინეთ რომ ჯავშნისას გეძლევათ უფასო მოცდის დრო, რომლის გახარჯვის შემდეგაც მოცდა ფასიანია.
რა შედის ტურებში?
ყველა ტურში სხვადასხვა აქტივობა ან ადგილია. ტრანსპორტაცია, ბილეთის ან აქტივობის ფასი, შესვლის გადასახადები როგორც წესი ტურის ღირებულებაში შედის. თითოეული ტურის გვერდზე დეტალურად ნახავთ რა შედის ფასში.
როგორ გადავიხადო ტურის საფასური?
ტურის საფასური შეგიძლიათ დაწყებამდე მინიმუმ 24 საათით ადრე გადაიხადოთ. გადახდა ბარათით ხდება და შესაბამის ღილაკს თქვენი ჯავშნის გვერდზე იპოვით.
როგორ გავაზიარო ინტერნეტში ჩემი შთაბეჭდილებები?
გაგვიხარდება თუ თქვენს შთაბეჭდილებებსა და ფოტოებზე ჩვენც დაგვთაგავთ. ასე ჩვენი გუნდი შეძლებს რომ თქვენი შთაბეჭდილებები ნახოს. ჩვენ გვიხარია ყოველი თგვენგანის კმაყოფილება, ამიტომ შეიძლება რომელიმე თქვენი ფოტო, თქვენთან შეთანხმებით, ჩვენც გავაზიაროთ და ყურადღების ცენტრშიც აღმოჩნდეთ.
როგორ და როდის გადავუხადო მძღოლს?
გადაიხადეთ თანხა მინიმუმ 24 საათით ადრე, ტრანსფერის დაწყებამდე. თანხას ბარათით იხდით საიტზე. შესაბამის ღილაკს ჯავშნის გვერდზე იპოვნით.
როგორ დავწერო საჩივარი?
თუ საჩივრის დაწერა გსურთ, წარმოადგინეთ ის წერილობითი ფორმით, ელექტრონულად. შესაბამის email-ს კონტაქტის გვერდზე იპოვით. თუ საჩივრის ტექსტი ვერ წარმოადგენს ვალიდურ ფაქტებს, რომლებიც დადასტურებადია, ის არ განიხილება.
როგორ დავწერო ტურის შეფასება?
როგორ ითვლება ტურის ფასი?
როგორ მივიღებ ჩემი ჯავშნის შესახებ ინფორმაციას?
როცა ტურს ან ტრანსფერს დაჯავშნით, email-ზე და SMS-ით მიიღებთ თქვენი ჯავშნის გვერდის ბმულს. აქ ნახავთ თქვენი ჯავშნის შესახებ ინფორმაციას.
როგორ შეიძლება შევაფასო მგზავრობა? საჭიროა კი ეს საერთოდ ვინმესთვის?
ძალიან საჭიროა. უკუკავშირი მომსახურების ხარისხის ერთადერთი მაჩვენებელია. მნიშვნელოვანია როგორც დადებითი, ისე უარყოფითი შეფასება. შეფასების დაწერა შეგიძლიათ ჯავშნის გვერდზე, მას შემდეგ, რაც მძღოლი შეკვეთის სტატუსს შესრულებულად მონიშნავს.
რომელ საათზე იწყება ტური? შემიძლია მეთვითონ ავირჩიო დრო?
ყველა ტურს თავისი დასაწყისის დრო აქვს. ზოგ შემთხვევაში შეძლებთ ამოირჩიოთ რამდენიმე ვარიანტიდან ერთ-ერთი.
სადაა ტურის შეხვედრის და დასასრულის ადგილი?
როგორც წესი, ყველა ტური მოიცავს სრულ ტრანსპორტაციას, ანუ მძღოლი მოგაკითხავთ თქვენ მიერ მითითებულ მისამართზე და ტურის დასრულების შემდეგ დაგტოვებთ კვლავ თქვენს მისამართზე. თუ სხვა გამონაკლისი შემთხვეაა, ამის შესახებ ტურის გვერდზე ეწერება.
ტურებზე დრესკოდი ხომ არაა?
ზოგადად - არა, თუმცა უნდა გაითვალისწინოთ რომ ტურში შემავალ ზოგ აქტივობაზე შეიძლება იყოს, მაგალითად თუ ტაძრების მოსანახულებლად მიდიხართ. ყოველი ტურის გვერდზე, დამატებით ინფორმაციაში ნახავთ რეკომენდაციებს და აქვე ეწერება დრესკოდის არსებობის შესახებაც.
ტურზე მაგვიანდება, როგორ მოვიქცე?
ტურში ერთ-ერთი ადგილის ნაცვლად სხვა ადგილის ნახვა შემომთავაზეს, ეს ნორმალურია?
ეს სრულიად ნორმალურია. შესაძლოა ერთ-ერთი ობიექტი არ იყოს მზად სტუმრების მისაღებად და ასეთ შემთხვევაში გიძებნით სხვა ობიექტს, რომელიც არანაკლები ან უკეთესი იქნება.
შემიძლია დავუტოვო თიფი მომსახურე პერსონალს?
ჩვენი მძღოლებისთვის თიფის დატოვება შეგიძლიათ როგორც ნაღდით, ისე ბარათით. თუ ტურის ფარგლებში რომელიმე მომსახურე პერსონალისთვის მოგინდათ თიფის დატოვება იკითხეთ ადგილზე.
შემიძლია დაჯავშნილ ტურში კიდევ ერთი ან რამდენიმე ადამიანი დავამატო?
შემიძლია დაჯავშნილი ტური გავაუქმო?
შეგიძლიათ. თუმცა ყურადღება მიაქციეთ გაუქმების პოლიტიკას, რომელიც ყველა აქტივობას და ტურს განსხვავებული აქვთ. გაუქმების პოლიტიკის ნახვა ჯავშნის გვერდზე შეგიძლიათ.
შემიძლია ტრანსფერში ჩავამატო გასავლელი ადგილი ან პირიქით, ამოვაკლო ერთ-ერთი?
შემიძლია ტურში მეთვითონ ჩავამატო სანახავი ადგილები?
არ შეგიძლიათ. თუმცა, თუ თქვენზე მორგებული ინდივიდუალური ტურის აწყობა გსურთ, შეგიძლიათ მოგვწეროთ და ყველანაირად ვეცდებით დაგეხმაროთ.
წამოვიღო ტურზე სახარჯი ფული? დამჭირდება?
გააჩია რა სახისაა ტური და რა შედის ფასში. თუ რომელიმე აქტივობის გადასახადი ტურის ფასში არ შედის რა თქმა უნდა დაგჭირდებათ სახარჯი ფულის თან ქონა. გარდა ამისა, შეიძლება რომელიმე ადგილას რაიმე ნივთი, ღვინო ან სუვენირი ძალიან მოგეწონოთ და ყიდვა მოგინდეთ.