მომსახურების პირობები
1. ძირითადი
1.1. მომსახურების პირობები აწესრიგებს საიტსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობას. განსაზღვრავს მომხმარებლისა და პარტნიორის უფლება-მოვალეობებს.
1.2. ვებგვერდი forter.ge წარმოადგენს პლატფორმას (შემდგომში “ვებსაიტი”), რომლიდანაც მომხმარებლებს შეუძლიათ მოიძიონ მომსახურების შემსრულებლები (შემდგომში “პარტნიორები”) და შეუკვეთონ მათი მომსახურება. ვებსაიტის მოხმარებისას მომხმარებლები ვალდებულები არიან გაეცნონ მოხმარების პირობებს (შემდგომში “პირობები”), იქამდე სანამ რომელიმე მომსახურებას შეუკვეთავენ საიტზე განთავსებული პარტნიორისგან.
1.3. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მომხმარებელი არ არის ნაცნობი ზემოაღნიშნულ პირობებთან, ის მაინც ვალდებულია აიღოს პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებები.
2. ვებსაიტი
2.1. საიტზე განთავსებული პარტნიორებისგან მომსახურების შესყიდვისას, მომხმარებლები შედიან შემსრულებელთან მომსახურების შეთანხმებაში და ადასტურებენ უკანასკნელს ელექტრონულად, რაზე დაფუძვნებითაც პარტნიორი აწვდის მომხმარებელს სერვისს.
2.2. ვებსაიტი არაა ზემოთ აღნიშნული მოსახურების შეთანხმების მხარე. მომსახურების მიღების შემდგომ, ვებსაიტს არ ეკისრება არანაირი ვალდებულება მომხმარებლის მიმართ.
2.3. ვებსაიტი არაა პასუხისმგებელი განთავსებული ინფორმაციის უზუსტობაზე, არასრულობაზე ან მსგავს შემთხვევებზე.
3. გადახდები
3.1. მომხმარებელმა პარტნიორს უნდა გადაუხადოს გაწეული მომსახურების საფასური ადგილზე, ეროვნულ ვალუტა ლარში, მას შემდეგ რაც მიიღებს მომსახურებას ან ვებსაიტზე, საბანკო ბარათით.
3.2. იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების დეტალები შეიცვლება ან გაუქმდება, მომხმარებელს არ წარმოექმნება დამატებითი თანხის ან ჯარიმის გადახდის ვალდებულება.
4. დავები და უკუკავშირი
4.1. მიუხედავად იმისა, რომ ვებსაიტი გონივრულ ფარგლებში აკონტროლებს პარტნიორების მიერ მოწოდებული მომსახურების ხარისხს, ვებსაიტი არ იძლევა მათი მომსახურების ხარისხის გარანტიას და ამდენად, არ არის პასუხისმგებელი იმ ზარალზე, რომელიც მომსახურების შეუსრულებლობით ან არასათანადო შესრულებით წარმოიქმნება, პარტნიორის მხრიდან.
4.2. ვებსაიტი არ არის ვალდებული მოაგვაროს დავები პარტნიორებსა და მომხმარებელს შორის, თუმცა ის უფლებამოსილია მოიქცეს ასე.
4.3. სხვა, არა პარტნიორებთან დაკავშირებულ სიტუაციებში, მომხმარებელი უფლებამოსილია დაუკავშირდეს ვებსაიტის ოპერატორებს, რომლებიც გონივრულ ფარგლებში მისი პრობლემის მოგვარებას შეეცდებიან.
4.4. გაწეული მომსახურებით უკმაყოფილების შემთხვევაში, მომხმარებელი უფლებამოსილია დაწეროს უარყოფითი შეფასება, რომელიც განთავსდება ვებსაიტზე, მოდერაციის შემდეგ.
5. კანონი და იურისდიქცია
5.1. აღნიშნული მოხმარების პირობები არეგულირებს თქვენს ურთიერთობას ჩვენთან და ნებისმიერი სამართლებრივი საკითხი, რომელიც წარმოიშვება ან დაკავშირებულია ამ წესებთან და პირობებთან, რეგულირდება ექსკლუზიურად საქართველოს იურისდიქციის მიერ.