კონფიდენციალურობის პოლიტიკა (პარტნიორებისათვის)
შესავალი
“Forter” მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ჩვენი აპლიკაციით (შემდგომში “აპლიკაცია”) სარგებლობისას, თავს უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობდეთ. თქვენი კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა მნიშვნელოვანია, რასაც წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა ითვალისწინებს.
კონფიდენციალურობის პოლიტიკა (შემდგომში “პოლიტიკა”/ "პოლიტიკა პარტნიორებისთვის") თანხვდება საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს და მისი აუცილებლობა კომპანიის პასუხისმგებლობიდან და კეთილსინდისიერებიდან წარმოიშობა.
აპლიკაციის სტუმრობითა და გამოყენებით თქვენ ეთანხმებით წინამდებარე პოლიტიკას, ამდენად თითოეული აპლიკაციის მომხმარებელი ვალდებულია გაეცნოს აღნიშნულ პოლიტიკას, რათა მასთან უთანხმოების შემთხვევაში, არ განაგრძოთ აპლიკაციით სარგებლობა.
წინამდებარე პოლიტიკა განსაზღვრავს თუ რა სახის ინფორმაცია მოიპოვება, გროვდება, მუშავდება და გამოიყენება; რა უფლებები გაქვთ თქვენ, როგორც მომხმარებლებს და ჩვენ, როგორც კომპანიას.
ჩვენ გპირდებით, რომ თქვენი ინფორმაცია იქნება კონფიდენციალური, დაცული, არ მოხმარდება არალეგალურ მიზნებს, არ იქნება უკანონოდ გამოყენებული.
ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და გამოყენება
ჩვენ ვაგროვებთ იმ ინფორმაციას, რომელსაც თქვენ თავად უთითებთ აპლიკაციის გამოყენებისას და რეგისტრაციისას, რომლებიცაა: სახელი, გვარი, Email, ტელეფონის ნომერი, თქვენი დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, მისამართი, ეროვნება, საცხოვრებელი ადგილი; ინფორმაცია თქვენი სატრანსპორტო საშუალების შესახებ: სერიის ნომერი, გამოშვების თარიღი, ფოტოები, ძრავის ტიპი, მგზავრთა ადგილების რაოდენობა და ა.შ. ზემოაღნიშნული ინფორმაციის ვალიდურობის დასადასტურებლად, კომპანია იტოვებს უფლებას მოითხოვოს მომხმარებლისგან ყველა შესაბამისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტი იქნება ეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, მართვის მოწმობა თუ სხვა.გარდა უშუალოდ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაციისა, აპლიკაცია მოიპოვებს ინფორმაციას თქვენი ადგილმდებარეობის (გეოლოკაციის) შესახებ.
“Forter” ამ ინფორმაციას იყენებს, რათა:
- უზრუნველყოს თქვენ მიერ “ფორტერის” ვებსაიტზე განთავსებული მომსახურების ჯეროვნად შესრულება აპლიკაციის საშუალებით.
- ტექნიკური და ორგანიზაციული მიზნებისთვის.
პერსონალური ინფორმაციის დაცვა და გაზიარება
თქვენს პერსონალურ ინფორმაციას დაცულად ვინახავთ და მათი გაზიარება მოხდება მხოლოდ შემდეგი მიზნებით:
- რათა ვებსაიტზე განთავსებული მომსახურება ჯეროვნად შეასრულოთ და მიიღოთ ის აუცილებელი ინფორმაცია, რაც მომხმარებლისთვის სამსახურის გაწევაში დაგეხმარებათ.
- იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ იურიდიულად ვალდებული ვართ გავასაჯაროოთ ან გავაზიაროთ თქვენი პერსონალური მონაცემები; თუ გვინდა დავიცვათ ჩვენი უფლებები, საკუთრება ან უსაფრთხოება ან ჩვენი მომხმარებლებისა და სხვათა უფლებები.
- ჩვენ მიერ მოპოვებული თქვენი ინფორმაცია, იურიდიული პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, შესაძლოა გადაეცეს სახელმწიფო ორგანოებს ან ერთეულებს, მარეგულირებელ ორგანოებს და ა.შ. სასამართლო განჩინების, ოფიციალური მოთხოვნის ან სხვა, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე წარმართული ნებისმიერი პროცესის საფუძველზე.
- რათა ავიღოთ ხელშეკრულებით (კონტრაქტით) გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები და ვუზრუნველყოთ მათი შესრულება.
თქვენი უფლებები
მოქმედი კანონმდებლობით თქვენ გაქვთ უფლება:
- გადაამოწმოთ ვინახავთ თუ არა თქვენს პერსონალურ მონაცემებს.
- მოითხოვოთ ჩვენგან დაცული ინფორმაციის გამოთხოვა ასლის სახით.
- მოითხოვოთ აღნიშნული ინფორმაციის:
- უსწორობის აღმოფხვრა;
- ცვლილებების შეტანა;
- წაშლა;
მომხმარებლის გაუქმება
თქვენი მომხმარებლის გაუქმება შეგიძლიათ აპლიკაციიდან. მომხმარებლის გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბალანსი დადებითია. თქვენი პირადი მონაცემები მთლიანად წაიშლება მონაცემთა ბაზიდან. არავის (თქვენი ჩათვლით) არ შეეძლება თქვენი mail-ის, ტელეფონის ნომრის და აიდი ნომრის გამოყენება პარტნიორის მომხმარებლის შესაქმნელად. გაუქმებული მომხმარებლის აღდგენა შეუძლებელია.
ჩვენს დაპირებასთან ერთად თქვენს დაცულობას უზრუნველყოფს საქართველოს კანონი “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ”.
კონტაქტი
თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული კითხვებით, გთხოვთ მოგვმართოთ წერილით Mail-ზე: [email protected].
კონფიდენციალურობის პოლიტიკა შესაძლოა დროთა განმავლობაში შეიცვალოს და ასეთ შემთხვევებში ის აპლიკაციაში განახლებულად განთავსდება.