უძველესი კლდეში ნაკვეთი ქალაქი უფლისციხე
თბილისი - გორი - უფლისციხე - თბილისი
გორთან ახლოს, რომელიც იმითაა ცნობილი, რომ აქ დაიბადა და გაიზარდა იოსებ ჯუღაშვილი (სტალინი), მდებარეობს უძველესი კლდეში ნაკვეთი ქალაქი - უფლისციხე. ამ ხუროთმოძღვრული კომპლექსის მშენებლობა ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე პირველი ათასწლეულის პირველ ნახევარში დაიწყო. სახელი ამგვარი იმიტომ ჰქვია, რომ უფლისციხე ადგილობრივი ტომის ბელადის, უფლის სადარის რეზიდენცია იყო, უკანასკნელს კი ეს სახელი ძალაუფლების გამო ერგუნა, და არა რელიგიური დატვირთვით. დღეს, უფლისციხე, ღია ცის ქვეშა მუზეუმად ითვლება, მნახველს გააოცებს ამ ქალაქის მოწყობა - როგორაა დაგეგმილი ქუჩები, გზები; გაყვანილი საირიგაციო თუ საკანალიზაციო სისტემები, საიდუმლო გვირაბები და ა.შ. ქალაქში შესულები, გადაეშვებით იმ შორეულ წარსულში, რომელსაც ეს კლდეში ნაკვეთი ფორმები ინახავენ.
უფლისციხისა და ატენის სიონის გარდა, გორში იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმის მონახულება ღირს. მიუხედავად იმისა, რომ მისი ფიგურა ხშირად კამათის საგანია, საინტერესოა ინახულოთ, როგორ სახლში დაიბადა და გაიზარდა მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დიქტატორი; ვაგონი, რომლითაც მან თეირანში, იალტასა და პოტსდამში იმოგზაურა და თვალი შეავლოთ მის პირად ნივთებს, მათ შორის ცნობილ ჩიბუხსაც. მუზეუმის შემდეგ, შეგიძლიათ ასევე მოინახულოთ გორის, რიყის ქვით ნაგები ციხე, რომელიც უფლისციხეზე არანაკლებ ძველია.
მოგზაურობა არც თუ ისე ხანგრძლივია და 5-7 საათს გასტანს.