კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი და ბორჯომი

თბილისი - ვარძია - ბორჯომი - თბილისი

მოგზაურობის პირველი დანიშნულების ადგილი ვარძიაა. კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი, საქართველოს სამხრეთით მდებარეობს და ერუშეთის მთის კალთებიდანაა ამოზრდილი. უმაღლესი მღვიმე აქ 1462 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ვარძიის მშენებლობა გიორგი მესამემ დაიწყო და მისმა შვილმა, საქართველოს ერთადერთმა ქალმა მეფემ მოიყვანა სისრულეში (XII-XII საუკუნეები). კომპლექსის სახელიც სწორედ ამ ადამიანებს უკავშირდება. ლეგენდის თანახმად, თამარი გიორგის სანადიროდ ახლდა ამ მიდამოებში, როცა დაიკარგა და გიორგის მსახურის დაძახებაზე დაიყვირა “აქ ვარ ძიაო”, აქედან მოდის კომპლექსის სახელწოდებაც.

კომპლექსში 15 ეკლესიაა, რომელთაგანაც მთავარი, ღვთისმშობლის მიძინების სახელს ატარებს. დამთვალიერებლებს აქ შეუძლიათ ნახონ კედლის შესანიშნავი მხატვრობა, რომელზეც გამოსახულია მეფეები გიორგი და თამარი, სხვა წარჩინებულები და სახარების სცენები.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, აქაურობა ტურისტულ ბაზას, შემდგომში კი მუზეუმს წარმოადგენდა. მხოლოდ 1989 წელს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით აღდგა მსახურება და მოგვიანებით სამონასტრო ცხოვრებაც.

შემდეგი გაჩერება საქართველოს ასევე ისტორიული მხარე, ბორჯომია. ეს იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც უყვარს სუფთა ჰაერი, ტყეები, სამკურნალო და მინერალური წყლები, მონუმენტები, მინდვრები და ტბები ჩაფლული მთლიანად მწვანე ბალახის საფარში. გირჩევთ ინახულოთ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი და მწვანე მონასტერი. უკანასკნელი გრიგოლ ხანძთელის მოწაფეების მიერაა აშენებული; თითქმის არ გააჩნია დეკორი და უხეშად დამუშავებული ქვითაა ნაშენი. მონასტრის ტერიტორიაზე უმთავრესი სიწმინდე ბერების უხრწნადი სისხლის ნაკვალევებია, რომლებიც აქ, შაჰ-თამაზის შემოსევების დროს დაღვრილა. მიუხედავად იმისა, რომ ძეგლი მეცხრე საუკუნისაა, კარგად იკითხება ჩუქურთმები და იქმნება მშვენიერი სურათი, რომელიც სიმწვანეშია გამოკვეთილი. შეფერილობის, მასალისა და ნაგებობის სტილის გამო, თითქოს ადამიანის ხელი მას არ შეხებია ისეა გარემო ბუნებასთან შეთვისებული, რაც მნახველს მეტად დააინტერესებს და მონუსხავს.

ბორჯომში სანახავი კიდევ ბევრია. თქვენი მძღოლი გაგიძღვებათ ამ მოგზაურობაში და განახებთ ყველაფერ იმას რაც ასე საინტერესოა.

ისიამოვნეთ მოგზაურობით. ჩვენი ოპერატორები საჭიროების შემთხვევაში სიამოვნებით დაგეხმარებიან.

თბილისი > ვარძია > ბორჯომი > თბილისი

შეავსეთ ველი
tune

აირჩიეთ ადგილი

სხვა საინტერესო ტურები თქვენთვის

მოწოდების მისამართი

ამ მისამართზე მომაწოდეთ ავტომობილი