დმანისი, ბოლნისი და წუღრუღაშენი
ეს მოკლე, მაგრამ გასაოცარი ავტო ტური იწყება საქართველოს მზიან დედაქალაქში. ტური მათთვისაა, ვინც დაინტერესებულია საქართველოს ისტორიით და მისი სიძველეებით.
პირველი გაჩერება დმანისის არქეოლოგიური გათხრების ადგილია, სადაც ნაპოვნია უძველესი ევროპული ჩონჩხის ნაშთები. აქვეა VI საუკუნეში აშენებული დმანისის სიონის საკათედრო ტაძარი.
ტური გრძელდება ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძრით - უძველესი ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლი, რომელიც აშენდა 478-493 წლებში. ბაზილიკის კედლებზე ნახავთ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 494 წლის უძველეს ქართულ წარწერებს. საქართველოს ისტორიის სრულად გასაცნობათ ეწვიეთ ბოლნისის მუზეუმს, რომელიც სავსეა არქეოლოგიური კოლექციებით დათარიღებული ახალი ქვის ხანიდან გვიან შუა საუკუნეებამდე.
ტურს ვაგრძელებთ მე-13 საუკუნეში აშენებული წუღრუღაშენის ეკლესიით. ეკლესიის ირგვლივ დამამშვიდებელი ატმოსფეროა და ის წააგავს ოქროს ხანის არქიტექტურის ნიმუშს. წუღრუღაშენი გამორჩეულია უაღრესად დეტალური ქვის ორნამენტებით და შიდა კონსტრუქციის უცნაური ფორმით. ეკლესიაში სამხრეთ კედელში, კარის გვერდით არის ნიში, ე.წ სამალავი (დაახლოებით იმ სივიწროვე, ხელი რომ შეეტიოს) სადაც არის ქვა ჩადგმული, რომლეზედაც გამოსახულია ბოლნური ჯვარი მოჩუქურთმებულ წრეში და ქართული წარწერა.
დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ მოინახულოთ ბოლნისის მუნიციპალიტეტი, რომელიც შერეული კულტურის შვილია: სომხური, გერმანული, აზერბაიჯანული და, რა თქმა უნდა, ქართული.
ბოლო გაჩერება არის სასტუმრო Deutsche Muehle Bolnisi. ეს არის სასტუმრო-რესტორანი, რომელიც მდებარეობს ბოლნისის ცენტრში. აქ დააგემოვნებთ ქართულ და გერმანულ კერძებს. თუ გსურთ ბოლნისში ერთი-ორი დღით დარჩეთ, ეს შესანიშნავი ადგილია. სასტუმრო მდებარეობს პირდაპირ მდინარე მაშავერაზე და გარშემორტყმულია სიმწვანით. ეს განახლებული გერმანული წისქვილი არის თანამედროვეობისა და სიძველის საინტერესო ნაზავი.
ტურის ფასში შედის უკანა გზა თბილისისკენ. ისიამოვნეთ. თუ შეკითხვები გაგიჩნდათ ან დახმარება დაგჭირდათ, ჩვენი ოპერატორები სიამოვნებით მოგემსახურებიან.