მოგზაურობა ყაზბეგში

ტური საქართველოს მზიან და ლამაზ დედაქალაქში, თბილისში იწყება. საქართველოს დედაქალაქის გვერდით, მცხეთაა, ჯვრის უძველესი მონასტრის შესანიშნავი ხედით, რომელიც, თავის მხრივ მტკვრისა და არაგვის შესართავს დაჰყურებს. მარშრუტს დარიალის ხეობამდე მივყავართ საქართველოს ყოფილი სამხედრო გზის გასწვრივ.

თქვენ ნახავთ დიდ და თვალწარმტაც ჟინვალის წყალსაცავს და აქვე განთავსებულ ერთ-ერთ უძლიერეს ჰიდროელექტროსადგურს საქართველოში.

ჟინვალს მოჰყვება ანანურის ციხე, რომელიც XVI საუკუნიდან, ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან დაცვას ემსახურება. 1795 წელს, ამ ციხის მცველებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს საქართველოში შემოჭრილ აღა მახმად ხანის ჯარებს და ხეობაში ასვლის უფლება არ მისცეს.

შემდეგ, მარშრუტი დარიალის ხეობისკენ მიემართება, საქართველოს ჩრდილოეთ საზღვრამდე, დუშეთის მუნიციპალიტეტის გავლით 1000-1500 მეტრის სიმაღლეზე. დუშეთი ცნობილი ქართული კერძის, ხინკლის სამშობლოდ ითვლება

მოგზაურობის მთავარი დანიშნულება ქალაქი სტეფანწმინდაა, ან, როგორც მას ჩვეულებრივ უწოდებენ, ყაზბეგი. აქაურობას, ყაზბეგი, ქართველი მწერლის, ალექსანდრე ჩოფიკაშვილის გამო დაერქვა, მწერალმა შექმნა ისეთი ცნობილი ნაწარმოებები როგორებიცაა “ხევისბერი გოჩა”, “ელგუჯა”, “ელისო”... ისე მოხდა, რომ მან “ყაზბეგის” ფსევდონიმი ჯერ მამისგან ისესხა, მერე კი დაბასა და მწვერვალს უანდერძა.

აქ სანახავი ბევრია. ერთი მხრივ, ქალაქს ზემოდან დაჰყურებს სალი, მიუდგომელი კლდეები, მეორე მხრიდან კი კავკასიონის ქედი, რომლსაც 5033 მეტრის სიმაღლეზე აზიდული, დიდებული მწვერვალი ყაზბეგი ამშვენებს. ესაა კავკასიონის ქედის ერთ-ერთი უმაღლესი მწვერვალი, რომელიც ძალიან პოპულარულია მთამსვლელთა შორის.

გერგეთის მონასტერში ასვლამდე ან უკანა გზაზე, გირჩევთ შეჩერდეთ Rooms Hotel Kazbegi-ში, მოისვენოთ და მიირთვათ. სასტუმროს აქვს შესანიშნავი რესტორანი საოცარი ხედებით. სამზარეულო კი ერთ-ერთი საუკეთესოა.

ბოლო გაჩერება გერგეთის მონასტერია. მთის ძირში, დაახლოებით 2400 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს გერგეთის უძველესი მონასტერი, რომელიც იუნესკოს ერთ-ერთი ცნობილი ადგილია საქართველოში.

"სამების ტაძარი სდგას ყინვარწვერიდგან თავქვე მინდვრად წამოსულს ქედის ბოლოზედ, სადაც პატარა გორას მრგვლად და მოხდენილად თავი აუმართავს და თერგის მხარეს კი ერთბაშად მძიმე დაღმართად დაშვებულა სოფელ გერგეტამდის. აშენებული თლილის ქვით, საკმაოდ დიდი ტაძარი, სამრეკლო და საბჭო, რომლისთვისაც ჯერ ბუნებას შემოუვლია მაგარი კლდის კედელი და მერე ზოგიერთს ადგილებში კაცის ხელს კიდევ უფრო შეუმაგრებია, ამაყსა და სასიამოვნო სურათს წარმოადგენს…პირველსავე შეხედვაზედ კაცი განცვიფრებაში მოდის და ნებაუნებლივ თავის თავს ეკითხება: საიდგან მოუტანიათ ამ ჩინებულის შენობისთვის მასალა, ან რითი მოუზიდნიათ?"

ალექსანდრე ყაზბეგი

თქვენ მიიღებთ დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს, გადაიღებთ შესანიშნავ ფოტოებსა და ვიდეოებს. და, რა თქმა უნდა, ისიამოვნებთ ქართული მთის სამზარეულოს მთავარი კერძით - ხინკლით. ხინკალი არსადაა ისეთი გემრიელი, როგორც აქ.

სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ. ოპერატორი უპასუხებს თქვენს ნებისმიერ შეკითხვას.

თბილისი > ჟინვალის წყალსაცავი > ანანურის ციხის კომპლექსი > სტეფანწმინდა (ყაზბეგი) > Rooms Hotel Kazbegi > გერგეთის სამების ტაძარი > თბილისი

შეავსეთ ველი
tune

აირჩიეთ ადგილი

სხვა საინტერესო ტურები თქვენთვის

მოწოდების მისამართი

ამ მისამართზე მომაწოდეთ ავტომობილი